Magdalena Posted April 6, 2022 Posted April 6, 2022 Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Blockscale ASIC, სპეციალიზებული ჩიპი Bitcoin-ის და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტების მაინინგისთვის SHA-256 კრიპტო ალგორითმის საფუძველზე. ახალი პროდუქტი გვთავაზობს ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს წარმადობის მეტად მაღალი დონის პირობებში. ჩიპი Intel Blockscale ASIC უზრუნველყოფს 580 GHash/s წარმადობას. ენერგომოხმარების დონის დიაპაზონია 4.8-დან 22.8 ვატამდე. ენერგოეფეტურობის მაჩვენებელია 26 ჯოული/ტერაჰეშზე. ახალი ჩიპი ძალიან კომპაქტურია, შეფუთვაში მისი ზომა მხოლოდ 7 × 7.5 მილიმეტრს შეადგენს. ერთ მაინერში შესაძლებელია გაერთიანდეს 256-მდე Blockscale ჩიპი, რაც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის წარმადობას 148 THash/s დონეზე 3860 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. შედარებისთვის, ბაზრის ლიდერი კომპანია Bitmain-ის ფლაგმანური მაინინგ-სისტემა უზრუნველყოფს 140 THash/s წარმადობას 3010 ვატის მოხმარებისას. გამოდის, რომ Intel-ის პროდუქტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უარესია. „გამოთვლების ახალი ეპოქის მხარდაჭერის მიზნით Intel გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზურნველყოფს ჰეშრეითსა და ენერგოეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს მომხმარებლის საოპერაციო გარემოს მიუხედავად. კრიპტო სფეროში Intel-ის ათწლიანი კვლევები, ჰეშირების ტექნიკისა და ულტრა დაბალი ოპერაციული ძაბვის მქონე ჩიპების შემუშავება ბლოკჩეინ-აპლიკაციებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გამომთვლელი სიმძლავრის მასშტაბირება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე“ - განაცხადა Intel-ის Custom Computing Solutions-ის გენერალურმა მენეჯერმა Balaji Kanigicherla-მ. მომხმარებლებისთვის Intel Blockscale ASIC-ის მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამასთან, Intel განახორციელებს კონკრეტულად ჩიპების მიწოდებას, მათ საფუძველზე სისტემებს კი აწარმოებენ სხვა კომპანიები. Argo Blockchain, Block, Hive Blockchain Technologies და GRIID Infrastructure იქნებიან ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომლებიც მიიღებენ სისტემებს Intel ASIC-ის ბაზაზე. 2023 წელს და მის შემდგომ პერიოდში Intel სხვა მომხმარებელსაც შესთავაზებს საკუთარ ASIC-ს. https://tinyurl.com/yxw3fvwc Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.